Ambivalence
From the Series: The Protest Affect: Anti-Authoritarian Resistance and the Struggle for Freedom in Georgia
From the Series: The Protest Affect: Anti-Authoritarian Resistance and the Struggle for Freedom in Georgia
I met Mimino when she was seven years old in a small village in Georgia, and I had not seen her for many years until June 2025, although we had kept in contact throughout the years. When we met again, she was already a young woman: ambitious, curious, and eager to prove herself. She was studying at university in Tbilisi to become a mental health professional and was determined to pursue a master’s degree in Europe. After the 2024 parliamentary elections, she actively participated in protests against the authoritarian turn of the Georgian Dream government. We would share pictures and worries, and often discuss Georgian politics. She was outspoken in her anger toward the ruling party, referring, like many other friends of mine, to Soviet repression in order to understand the current repressive system and warning against Russia’s looming presence in the region. Her views were also informed by her experience as the daughter of refugees from Abkhazia, an independent de facto state since the Russo-Georgian war in 2008 and recognized as independent only by Russia and a few other states.
When we met in June 2025, we had much to talk about. Not only to catch up on our lives, but also to discuss our future aspirations, anxieties, and desires. We were sipping beer at my house when she told me she had unexpectedly reconnected with Vakhtang, a former classmate she hadn't seen in a few years. He had moved to Tbilisi around the same time as she did, and they had started seeing each other. They fell in love and were becoming serious.
“Kargi bichia, ketili. [He is a good boy, kind.]” she told me.
As if he sensed that we were talking about him, he called her. They spoke for a couple of minutes, and she ended the call by saying: “Miyvarxar. Ptxilad. [I love you. Be careful.]” Then she looked at me and said that he was going to the protest on Rustaveli Avenue. For some reason, I got excited. I was pleasantly surprised, probably because he was the first young man I had heard of who, after moving from a rural Georgian village to Tbilisi, had started participating in the protests. I exclaimed, “Martla? Ra kargiaaa!” “Really?! That is so good!”
I noticed her expression change and, perhaps in an attempt not to put me in an awkward position, she almost whispered: “He is a policeman.” I did not know how to respond. I simply opened my eyes wide, and she added jokingly, “He is on the other side.” Like many young men from rural areas who do not attend university, Vakhtang had applied to become a policeman. He started working at the Ministry of Internal Affairs shortly after the protests began and became one of the policemen tasked with maintaining order during demonstrations in Tbilisi.
A brief, awkward silence followed. Then she told me he was very supportive of her studies, and we moved on to talking about our lives. We did not return to the topic of the protests, although I had the feeling that she was no longer going to Rustaveli Avenue for the demonstrations. Yet she still wanted to continue studying and traveling around Europe and was considering pursuing a master’s degree abroad.
A few months after this episode, Mimino and I met again for a beer, and she told me that she and Vakhtang were getting married and that the wedding preparations were stressing her out. She said that she would probably take a year off from university because she had not had enough time to prepare for the entrance exams for a master’s program. Given the recent, controversial education reforms and the worsening political situation, she told me she was no longer sure whether it made sense to continue pursuing a career in mental health.
“Probably it’s better if I change profession completely,” she said bitterly, laughing sarcastically
I asked her what her soon-to-be husband thought about it, and she replied that he supported whatever choice she made. I then asked her whether it was dangerous for him to be at the protests.
“No, no, he is safe!” she said.
She explained that he is not involved in the rallies and does not arrest people, but instead stands near the sidewalks, observing and controlling the situation. When I asked what he thought of the government and its repressive methods, she said he did not like them and that many of his fellow policemen shared this view.
“Imedia rom situacia sheicvleba,” she then whispered. “I hope the situation will change.”
And added: “Ra vqnat’.” “What can we do? He has this job, and we need it.”
The conversation with Mimino made me reflect on Kieran and Bell’s call to attend to ambivalence as a condition produced when people inhabit contradictory social, moral, and political positions without being able to fully reconcile them (see also Jovanović 2016). Mimino opposed the government yet loved someone tasked with policing demonstrations; Vakhtang disliked the regime yet depended on his job as a policeman for economic stability. “The more we steer toward polarized understandings, the easier it is to lose sight of the everyday ambivalences which underlie our ways of making sense of the world and acting upon it,” Kieran and Bell (2017, 25) write. Attending to such ambivalent dispositions is therefore also a methodological effort to grasp the complexity of lived political experience beyond polarizations. What emerged through Mimino’s words was the ordinary labor of inhabiting contradictions in a moment when protest, intimacy, economic necessity, and aspirations for the future could no longer be neatly separated or resolved. Ambivalent dispositions thus become socially produced while dwelling in irreconcilable moral obligations and antagonist feelings. In fact, although Mimino no longer actively participated in the protests, she continued to hope for a democratic future. At the same time, uncertainty surrounding her education, career prospects, and impending marriage generated new anxieties about economic security and navigating everyday life. Getting married soon to a policeman on one side intensified these tensions even further. Yet it also revealed how intimate relationships and hopes for a change continued to coexist despite the deepening polarization produced by the government’s authoritarian turn.
მიმინო გავიცანი, როცა შვიდი წლის ბავშვი იყო, საქართველოს ერთ პატარა სოფელში. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი არ მენახა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთთან კავშირი არ გაგვიწყვეტია. როცა 2025 წლის ზაფხულში შევხვდით, მიმინო უკვე დიდი გოგო იყო: ამბიციური, ცხოვრების მოყვარე და სურდა, დაემტკიცებინა საკუთარი შესაძლებლობები. ის თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობდა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის პროფესიის დაუფლებას აპირებდა. ამასთან, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ევროპაში სამაგისტრო პროგრამაზე გაეგრძელებინა სწავლა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა პროტესტებში მთავრობის ავტორიტარული კურსის წინააღმდეგ. ერთმანეთს ვუზიარებდით ნერვიულობას, სიახლეებსა და სურათებს და ხშირად ვლაპარაკობდით საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაზე. ის ღიად და ხმამაღლა გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას მმართველი პარტიის მიმართ. და, ჩემი ბევრი სხვა მეგობრის მსგავსად, საბჭოთა რეპრესიებს იხსენებდა, როცა თანამედროვე რეპრესიულ სისტემაზე ლაპარაკობდა. მის შეხედულებებს ასევე მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა აფხაზეთიდან დევნილი მშობლების შვილად ყოფნის გამოცდილება. აფხაზეთი დე ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის დამოუკიდებლობაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა.
როდესაც 2025 წლის აგვისტოში შევხვდით, ბევრი რამ გვქონდა ერთმანეთისთვის მოსაყოლი. გვინდოდა არა მხოლოდ ერთმანეთის ამბები გაგვეგო, არამედ მომავალზე — ჩვენს მისწრაფებებზე, შფოთვებსა და სურვილებზეც — გვესაუბრა. ჩემს სახლში ვისხედით და ლუდს ვწრუპავდით, როცა მითხრა, რომ სრულიად მოულოდნელად კვლავ დაუკავშირდა ვახტანგს, თავის ყოფილ თანაკლასელს, რომელიც რამდენიმე წელი არ ენახა. ვახტანგიც დაახლოებით იმავე პერიოდში გადასულიყო თბილისში, როცა თავად, და მათ ერთმანეთის ნახვა დაეწყოთ. ერთმანეთი შეუყვარდათ და მათი ურთიერთობაც თანდათან სერიოზულ სახეს იღებდა.
„კარგი ბიჭია, კეთილი“, — მითხრა მან.
თითქოს იგრძნო, რომ მასზე ვლაპარაკობდით, ვახტანგმა დაურეკა. რამდენიმე წუთს ისაუბრეს, ბოლოს კი მან უთხრა: „მიყვარხარ. ფრთხილად.“
შემდეგ შემომხედა და მითხრა, რომ ვახტანგი რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა. რატომღაც ძალიან გამიხარდა. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, ალბათ იმიტომ, რომ ის პირველი ახალგაზრდა კაცი იყო, ვის შესახებაც გამეგო, რომ საქართველოს სოფლიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ საპროტესტო აქციებში ჩაერთო.
„მართლა? რა კარგიააა!“ — წამოვიძახე.
შევამჩნიე, როგორ შეეცვალა სახის გამომეტყველება და, ალბათ იმისთვის, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავეგდე, თითქმის ჩურჩულით მითხრა: „პოლიციელია.“
არ ვიცოდი, რა მეპასუხა. უბრალოდ თვალები ფართოდ გავახილე, მიმინომ კი ხუმრობით დაამატა: „ის მეორე მხარესაა.“
სოფლად მცხოვრები ბევრი ახალგაზრდა კაცის მსგავსად, რომლებიც უნივერსიტეტში არ სწავლობენ, ვახტანგმაც პოლიციაში სამსახური გადაწყვიტა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან მალევე დაიწყო და იმ პოლიციელთა შორის აღმოჩნდა, რომლებსაც თბილისში გამართული დემონსტრაციების დროს წესრიგის დაცვა ევალებოდათ.
ამას ხანმოკლე და უხერხული სიჩუმე მოჰყვა. შემდეგ მითხრა, რომ ვახტანგი მის სწავლას ძალიან უჭერდა მხარს, და საუბარი ისევ ჩვენს ცხოვრებაზე გადავიტანეთ. საპროტესტო აქციების თემას აღარ დავბრუნებივართ, თუმცა ისეთი განცდა დამრჩა, რომ თავად რუსთაველის გამზირზე აქციებზე აღარ დადიოდა. მიუხედავად ამისა, კვლავ სურდა სწავლის გაგრძელება და ევროპაში მოგზაურობა და ფიქრობდა, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ წასულიყო.
ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ მე და მიმინო ისევ შევხვდით ერთმანეთს ლუდზე და მითხრა, რომ ის და ვახტანგი დაქორწინებას აპირებდნენ, ქორწილის სამზადისი კი ძალიან სტრესავდა. მითხრა ისიც, რომ, ალბათ, უნივერსიტეტში სწავლას ერთი წლით შეაჩერებდა, რადგან სამაგისტრო პროგრამის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო აღარ დარჩა. განათლების სფეროში ბოლო დროს განხორციელებული საკამათო რეფორმებისა და გაუარესებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მითხრა, რომ უკვე აღარ იყო დარწმუნებული, რამდენად ჰქონდა აზრი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში პროფესიული კარიერის გაგრძელებას.
„ალბათ, ჯობია, საერთოდ გამოვიცვალო პროფესია“, — მითხრა მან მწარედ, სარკასტული სიცილით.
ვკითხე, რას ფიქრობდა ამაზე მისი მომავალი ქმარი. მიპასუხა, რომ ვახტანგი მის ნებისმიერ არჩევანს მხარს დაუჭერდა. შემდეგ ვკითხე, მისთვის საშიში ხომ არ იყო საპროტესტო აქციებზე ყოფნა.
„არა, არა, საფრთხე არ ემუქრება!“ — მითხრა მან.
ამიხსნა, რომ ვახტანგი უშუალოდ აქციებში არ ერევა და არც ადამიანების დაკავებაში მონაწილეობს. ამის ნაცვლად, ტროტუარებთან ახლოს დგას, აკვირდება და სიტუაციას აკონტროლებს. როდესაც ვკითხე, რას ფიქრობდა ვახტანგი ხელისუფლებასა და მის რეპრესიულ მეთოდებზე, მითხრა, რომ ეს მას არ მოსწონდა და მის ბევრ თანამსახურ პოლიციელსაც მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა.
„იმედია, სიტუაცია შეიცვლება,“ — ჩაიჩურჩულა და მერე დაამატა: „რა ვქნათ. ეს სამსახური აქვს და გვჭირდება.“
მიმინოსთან ამ საუბარმა დამაფიქრა კირანისა და ბელის (2017) მოწოდებაზე, ყურადღება მივაქციოთ ამბივალენტურობას, როგორც მდგომარეობას, რომელიც მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ადამიანები ერთდროულად ურთიერთსაწინააღმდეგო სოციალურ, მორალურ და პოლიტიკურ პოზიციებში აღმოჩნდებიან ისე, რომ მათი ბოლომდე შეთავსება არ შეუძლიათ (Jovanović 2016). მიმინო ხელისუფლებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა უყვარდა ადამიანი, რომელსაც საპროტესტო აქციების გაკონტროლება ევალებოდა; ვახტანგს არ მოსწონდა რეჟიმი, თუმცა ეკონომიკური სტაბილურობისთვის პოლიციაში სამსახურზე იყო დამოკიდებული.
„რაც უფრო მეტად მივისწრაფვით პოლარიზებული გაგებებისკენ, მით უფრო ადვილად გვრჩება მხედველობის მიღმა ყოველდღიური ამბივალენტურობები, რომლებიც საფუძვლად უდევს იმას, თუ როგორ ვიაზრებთ სამყაროს და როგორ ვმოქმედებთ მასში“, — წერენ კირანი და ბელი (2017, 25).
ამგვარ ამბივალენტურ განწყობებზე ყურადღების გამახვილება, ამდენად, მეთოდოლოგიური მცდელობაცაა, პოლიტიკური გამოცდილების სირთულე პოლარიზებული დაყოფების მიღმა დავინახოთ. მიმინოს სიტყვებიდან იკვეთებოდა ის ყოველდღიური შრომა, რომელსაც ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობებში ცხოვრება მოითხოვს იმ დროს, როდესაც პროტესტი, ინტიმური ურთიერთობები, ეკონომიკური აუცილებლობა და მომავლისკენ მიმართული მისწრაფებები ერთმანეთისგან მკაფიოდ ვეღარ იმიჯნება და ვერც მარტივად გვარდება.
ამბივალენტური განწყობები, ამგვარად, სოციალურად წარმოიქმნება შეუთავსებელ მორალურ ვალდებულებებსა და ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს შორის ცხოვრების პროცესში. მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ მიმინო საპროტესტო აქციებში აქტიურად აღარ მონაწილეობდა, დემოკრატიული მომავლის იმედს კვლავ ინარჩუნებდა. ამავე დროს, მის განათლებასთან, პროფესიულ მომავალთან და მოახლოებულ ქორწინებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა ახალ შფოთვებს წარმოშობდა ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გზის გაკვლევის შესახებ.
იმ პოლიციელზე დაქორწინების მოლოდინი, რომელიც ამ დაპირისპირების ერთ-ერთ მხარეს იდგა, ამ დაძაბულობებს კიდევ უფრო ამძაფრებდა. თუმცა ამავდროულად ეს აჩვენებდა, თუ როგორ განაგრძობდა ინტიმური ურთიერთობები და ცვლილების იმედი თანაარსებობას, მიუხედავად იმ სულ უფრო ღრმა პოლარიზაციისა, რომელიც ხელისუფლების ავტორიტარულმა შემობრუნებამ წარმოშვა.