(ქართული თარგმანი ქვემოთ)

The afternoon has been delightfully uneventful. It is late October 2025, and the autumn air is chilly as we pass by the corner shop on Ninoshvili Street in the early evening to meet with a mutual friend. “We” are Luka, a young Georgian musician, and me. Most of the afternoon we spent playing around with beats in the apartment that we have been sharing, mainly as a way of taking our minds off everything. During the preceding weeks I have been talking to local acquaintances about what they think the future might hold. One of them, Nana, noted that “at this point we have stopped guessing.” Things have been changing so rapidly, and so constantly, over the last months that it has become difficult, if not futile, to try to predict or anticipate what the future might bring. After the failed attempt at a revolution a few weeks back, on October 4th, where a group of protesters attempted to storm the presidential residency, it is as if no one really has a plan. So, what to expect?

Ninoshvili Street is located on the left embankment in Tbilisi, a short distance from the city center on the other side of the river where anti-governmental protests have played out for over a year. The shop is a secondhand store co-owned by Elene, the young woman who we have dropped by to say hi to. We roam around in the shop for a while. None of us are as such intent on shopping as we are heading to the protest later, but Luka finds a scarf that he likes, and I find a bag that I might buy. After looking around on the second floor and in the basement, we settle by a small table on the ground floor with Elene and one of her friends and talk for a while. Business is slow, Elene says, mainly because the summer season is over, but also because people simply don’t go out that much anymore. 

Outside the sun has set, and we step out to have a cigarette. As the lighter is passed around in between us, we notice a group of about fifteen young men all clad in black who are walking noisily up the street. One of them raises a bat in the air, taking aim at someone just ahead of him, and at the sight of this Elene suddenly lets out a primal scream, at a level and with a force that I have never heard before in my life, and as she screams she readies her body to throw herself into the crowd of men who are now on the street right in front of us.

Titushkies have been roaming the streets since the protests started. Mercenary agents, dressed in black as hooligans and thugs, who have been instigating fights to lead to the unjust arrest of peaceful protesters on the grounds of public disorder and who have been singling out individuals to either beat them up or kidnap them. A single person is defenseless against an entire group of titushkies. All four of us have friends or acquaintances who have been beaten up either while on the street during a peaceful protest in recent days, weeks, or months, or as far right groups attacked a pride parade a few years back. In all cases the only hope for any individual singled out would be for a stranger to get hold of them and drag them into a shop and barricade the door against the attacking group. As Elene’s scream rips through the air, we all sense that this is what is about to happen, our bodies act in anticipation of it; within a few flash seconds the rest of us instantly know that we either have the choice of trying to hold Elene back or to lunge ourselves along with her towards, and into, the crowd, regardless of whatever consequence might follow. 

None of us will have to decide what to do though, as we, within a moment, collectively realize that they crowd of young men are not titushkies at all. Instead, it’s a group of adolescents dressed up for Halloween. The bat is fake, made of plastic. The dark outfits are vampire and werewolf attire. Some of the youngsters cast a few confused glances in our direction, but most seem to have been too preoccupied to even take notice of us.

We, on the other hand, all shake. And for a while we just stand on the streetcorner in silence, as if needing to catch our breath—not from a physical activity or event that played out in reality, but from the scenario we just saw unfolding in our heads. Eventually we begin to laugh nervously at what happened. Or rather, at what didn’t happen. Elene too, although her laugh is silent as she lost her voice from the scream. 

The street empties of teenage vampires, and across the river protests begin once again. 

Figure 1. Photo(s) by Martin Demant Frederiksen.

მოლოდინი

Translation by Katharina Stadler and Lika Jalaghania

მოლოდინი რეფლექსიური აზროვნების მდგომარეობაა იმის შესახებ, თუ რა არის მოსალოდნელი მომავალში. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც რეფლექსია უკვე აღარ არის შესაძლებელი? ეს ესსე გვიჩვენებს თუ როგორც ვლინდება მოლოდინი გახანგრძლივებულ პროტესტში, არა როგორც რეფლექსია, არამედ როგორც სხეულებრივი რეაქცია. აღნიშნულს ის აკეთებს ეთნოგრაფიული აღწერის მეშვეობით, თუ როგორ იფეთქებს ყვირილი პროტესტის მიმდებარე სივრცეში ‘ტიტუშკებად’ (დაქირავებული აგენტების) აღქმული პირების დანახვისას. 

შუადღემ სასიამოვნოდ მშვიდად ჩაიარა. 2025 წლის ოქტომბრის ბოლოა. შემოდგომის გრილი ჰაერია, როცა ჩვენ ადრეულ საღამოს ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე კუთხის მაღაზიას ჩავუვლით საერთო მეგობართან შესახვედრად. “ჩვენ” ვართ ლუკა, ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი და მე. შუადღის უმეტესი ნაწილი ბითებით თამაშში იმ ბინაში გავატარეთ, სადაც ერთად ვცხოვრობდით, ძირითადად იმისთვის, რომ ცოტა ხნით გონება ყველაფრისგან მოგვეწყვიტა. წინა რამდენიმე კვირის განმავლობაში ადგილობრივ ნაცნობებს ვესაუბრებოდი იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდნენ, რა შეიძლება მომხდარიყო მომავალში. ერთ-ერთმა მათგანმა, ნანამ, აღნიშნა, რომ ‘ამ ეტაპზე ჩვენ უკვე აღარაფერს ვვარაუდობთ’. ბოლო თვეების განმავლობაში ყველაფერი ისე სწრაფად და მუდმივად იცვლებოდა, რომ მომავლის პროგნოზირება ან მისი განჭვრეტის მცდელობა, რთული, ან ამაო გამხდარიყო. რამდენიმე კვირის წინ, 4 ოქტომბერს, რევოლუციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფმა პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმი სცადა, ისეა, თითქოს გეგმა არავის აქვს. მაშ, რას უნდა ველოდოთ?

ნინოშვილის ქუჩა თბილისის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, ქალაქის ცენტრისგან ცოტა მოშორებით, რომელიც მდინარის მეორე მხარესაა, და სადაც მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. მაღაზია მეორადი ნივთებისაა, რომლის თანამფლობელიც ელენეა, ახალგაზრდა გოგო, რომელთან მოსაკითხადაც მოვედით. ცოტა ხნით მაღაზიაში ვტრიალებთ. რეალურად, საყიდლებზე კონცენტრირებული არცერთი ჩვენგანია, რადგან მოგვიანებით საპროტესტო აქციაზე მივდივართ, მაგრამ ლუკა შარფს პოულობს, რომელიც მოსწონს, და მე ჩანთას, რომელიც შეიძლება ვიყიდო. მეორე სართულისა და სარდაფის დათვალიერების შემდეგ, პირველ სართულზე პატარა მაგიდასთან ვსხდებით ელენესთან და მის ერთ-ერთ მეგობართან ერთად და ცოტა ხანს ვსაუბრობთ. ელენე ამბობს, რომ ბიზნესი არც ისე კარგად მიდის, ძირითადად იმიტომ, რომ ზაფხულის სეზონი დასრულდა, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ ხალხი უბრალოდ იმდენად ხშირად აღარ გამოდის გარეთ. 

გარეთ უკვე მზე ჩასულია და ჩვენ სიგარეტის მოსაწევად გამოვდივართ. როდესაც სანთებელას ერთმანეთში ვიზიარებთ, ვამჩნევთ, დაახლოებით თხუთმეტი ახალგაზრდა კაცისგან შემდგარ ჯგუფს, რომლებიც მთლიანად შავებში არიან ჩაცმული და ხმაურით მიუყვებიან ქუჩას. ერთ-ერთი მათგანი ჯოხს ჰაერში სწევს და მის წინ მდგომს უმიზნებს. ამის დანახვაზე ელენე უეცრად ისეთი პირველყოფილი, ინსტიქტური ყვირილით იფეთქებს, ისეთი ხმითა და ძალით, რომლის მსგავსი ცხოვრებაში არასოდეს მომისმენია. ყვირის და სხეულს ამზადებს იმისათვის, რომ ქუჩაში - ეხლა უკვე ჩვენს თვალწინ მყოფ კაცთა ბრბოში შევარდეს. 

ტიტუშკები პროტესტის დაწყებიდანვე ქუჩებში დაძრწოდნენ. დაქირავებული აგენტები, შავებში ჩაცმული, თითქოს ხულიგნები და ავაზაკები, რომლებიც ჩხუბის პროვოცირებას ახდენენ, რათა მშვიდობიანი მომიტინგეების უსამართლო დაკავებისთვის “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის” საფუძველი შექმნან, და რომლებიც გამოარჩევდნენ და მიზანში იღებდნენ ადამიანებს, რათა ეცემათ ან გაეტაცებინათ ისინი. ერთი ადამიანი სრულიად დაუცველია ტიტუშკების მთელი ჯგუფის წინაშე. ოთხივე ჩვენგანს გვყავს მეგობრები ან ნაცნობები, რომლებიც ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტის დროს სცემეს ბოლო დღეებში, კვირებში ან თვეებში, ან რამდენიმე წლის წინ რადიკალი მემარჯვენე ჯგუფები დაესხნენ თავს პრაიდის მარშის მიმდინარეობისას. ყველა ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი მიზანში ამოღებული პირისთვის ერთადერთი იმედი იქნებოდა, რომელიმე უცხო ადამიანი თუ ხელს მოკიდებდა, მაღაზიაში შეათრევდა და თავდამსხმელი ჯგუფისგან კარის ჩაკეტვით დაიცავდა. როდესაც ელენეს ყვირილი ჰაერს ჭრის, ყველანი ვგრძნობთ, რომ სწორედ ეს არის ის, რაც ახლა უნდა მოხდეს, ჩვენი სხეულები ამის მოლოდინში მოქმედებენ; რამდენიმე გაელვებულ წამში დანარჩენები ვხვდებით, რომ მხოლოდ ორი არჩევანი გვაქვს, ან შევეცადოთ ელენეს შეკავება, ან მასთან ერთად ჯგუფისკენ გავექანოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას. 

თუმცა, გადაწყვეტილების მიღება არცერთ ჩვენგანს არ მოგვიწევს, რადგან წამიერად ყველანი ვაცნობიერებთ, რომ ახალგაზრდა კაცების ეს ჯგუფი სულაც არ არის ტიტუშკები, არამედ ჰელოუინისთვის გამოწყობილი მოზარდების ჯგუფია. ჯოხი ყალბია, პლასტმასის. შავი სამოსი კი ვამპირებისა და მაქციების კოსტიუმებია. ზოგიერთი ახალგაზრდა დაბნეული მზერით ჩვენსკენ იყურება, მაგრამ უმეტესობა, როგორც ჩანს, იმდენად დაკავებულია, რომ ჩვენთვის ყურადღება არც მოუქცევია. 

ამის საპირისპიროდ კი, ჩვენ ყველანი ვკანკალებთ. ცოტა ხნით უბრალოდ ქუჩის კუთხეში ვდგავართ ჩუმად, თითქოს ამოსუნთქვა გვჭირდებოდა - არა ფიზიკური აქტივობის ან რეალური მოვლენის, არამედ იმ სცენარის გამო, რომელიც ახლახანს ჩვენს გონებაში გათამაშდა. ბოლოს, ნერვიულად ვიწყებთ სიცილს იმაზე, რაც მოხდა. უფრო სწორად, იმაზე, რაც არ მომხდარა. ელენეც იცინის, თუმცა მისი სიცილი ჩუმია, რადგან ყვირილისგან ხმა დაკარგა. 

ქუჩა თინეიჯერი ვამპირებისგან ცარიელდება, მდინარის გადაღმა კი პროტესტი კიდევ ერთხელ იწყება.

სურათი 1. ფოტო(ები) მარტინ დემანტ ფრედერიკსენის მიერ.