Exhaustion
From the Series: The Protest Affect: Anti-Authoritarian Resistance and the Struggle for Freedom in Georgia
From the Series: The Protest Affect: Anti-Authoritarian Resistance and the Struggle for Freedom in Georgia
“I do not know what to do, Görkem! How can we live in another country with four kids?!” Natia asked when we met in the fall of 2025. Her voice trembled with anxiety that felt older than the moment itself. Natia’s question surprised me; I had expected relief. After years of construction delays, loans, and patient saving, she and her husband, Irakli, had finally completed the house she had dreamed of since childhood: a large modern home with a beautiful garden in the center of Zugdidi, the capital of Georgia’s Samegrelo region. For Natia, who had been displaced with her parents from Abkhazia during the 1992–1993 war following the collapse of the Soviet Union, their house was finally truly home.1 It was the materialization of a livable permanence wrested from a decades-long displacement and economic precarity.
Natia’s family was not in financial crisis unlike many other families grappling with pervasive unemployment and volatile agricultural income in the contested margins of the country, shaped by an unrecognized divide between Georgia and the de facto state of Abkhazia. Irakli’s income was stable; they had purchased new hazelnut orchards—the cash crop of the region. Natia had returned to work after several years devoted to raising her children. She was hopeful about the future. Having invested in an intense MA program, she was on the verge of establishing her own NGO and applying for EU funds that had enlivened the economy of a region where the few available jobs are mostly in low-paid manual labor that many young people are reluctant to pursue. Internationally funded, non-governmental projects, mostly focusing on the needs of the displaced population, had long offered a rare alternative. They had created spaces for young people to imagine different futures: professional, outward-looking lives that allowed them to remain in Zugdidi rather than leaving for Tbilisi or migrating. For Natia, therefore, her career was not simply employment or income. It was a determination to establish herself as a respectable, capable woman in a life that had begun under the shadow of displacement and loss, and to build a stable life and future for her family in Zugdidi.
Yet the country’s political shift brought her plans to a sudden halt. The government’s increasingly anti-Western, pro-Russian turn, taking shape in regulations targeting foreign-funded civil society organizations and restricting their operations, disrupted EU-backed initiatives. Funding pipelines froze. Applications stalled. The sources that had sustained aspirations abruptly narrowed, if not vanished altogether. What Natia had prepared for years was suspended within months.
As these changes unfolded, protests erupted across Georgia in response to the government’s increasingly explicit authoritarian shift and the derailment of the country’s European trajectory. The protests have persisted despite police repression and violence. In Zugdidi, demonstrations have been smaller and less frequent, yet people remain entangled with the streets of Tbilisi, following livestreams, sharing videos, and debating the developments. Many of my informants speak with pride about the persistence of the protests: “I am proud of my people,” Natia told me. “We never give up. But you see nothing changes; it even gets worse. They will be exhausted at some point.” As demonstrations continue, the weight of that anticipated exhaustion was already palpable in Zugdidi.
In Zugdidi exhaustion was hardly new. Life along Georgia’s contested margins had long been shaped not only by economic insecurity but also by the enduring consequences of displacement and conflict: homes, livelihoods, and social ties that spanned an arbitrary and capricious divide. Over decades, successive disruptions, from the closure of the crossing points to pest invasions, pushed people toward the limits of their endurance and resources. Some of these moments produced what I have elsewhere described as episodic, generative exhaustions. The stink bug infestation of 2017, for example, devastated the hazelnut harvests across western Georgia and forced families to confront the fragility of their livelihoods. The crisis gave rise to a collective exhaustion that, in turn, spurred reflection and a drive to act: people tried to cultivate blueberries, they sought new jobs, and developed new strategies for mobility. The exhaustion I encountered in 2025, however, felt different: heavier, more pervasive, suffused with a chronic, anxious urgency that drove people toward decisions no longer postponable, toward the painful recognition that leaving was the only path.
And people began to leave. In Zugdidi, there was growing talk of friends and relatives leaving for Poland, Germany, and Italy, while others had made their way to the United States and Canada, some attempting treacherous crossings through Mexico. For Natia, the streets started to feel emptier. The increasing number of people leaving for Europe and beyond created a quiet but constant pressure on her and many other young people who remained. Staying began to feel unsettling. Natia found herself wondering whether she and Irakli were failing to act responsibly for their children. But leaving was equally frightening. As one of the thousands of displaced people in the city, migration meant yet another rupture for her. She knew too well what it meant to begin from scratch.
It is within this atmosphere of pressuring futures that exhaustion takes a different quality in Georgia’s margins. The protests that continue to fill Tbilisi sustain a collective sense of resilience, but their prolonged momentum compounds the already heavy affective weight carried in places like Zugdidi. Here, exhaustion does not settle into inertia but sharpens into a painful realization: staying and struggling for better lives in Georgia may no longer be enough, urging many people, especially the young, to give up on the possibility of change and seek a future elsewhere. Exhaustion, thus, emerges in the contested peripheries of Georgia not only as a condition of the present but as a force that shapes how the future is imagined and pursued.
Translated with assistance from Mariam Chaladze
“არ ვიცი რა გავაკეთო, გორქემ! როგორ ვიცხოვროთ სხვა ქვეყანაში ოთხ შვილთან ერთად?!”- მკითხა ნათიამ, როცა 2025 წლის შემოდგომაზე შევხვდით ერთმანეთს. შფოთვისაგან თრთოდა მისი ხმა, რომელიც მომეჩვენა, რომ იმაზე ძველი იყო, ვიდრე ეს კონკრეტული მომენტი. ნათიას შეკითხვამ გამაკვირვა; მოლოდინი მქონდა, რომ მისგან შვებისმომგვრელ ამბებს გავიგებდი. წლების განმავლობაში მიმდინარე მშენებლობის შეფერხებების, სესხებისა და მოთმინებით დაგროვებული დანაზოგის შემდეგ, მან და მისმა მეუღლემ, ირაკლიმ, საბოლოოდ დაასრულეს სახლი, რომელზეც ნათია ბავშვობიდან ოცნებობდა: დიდი, თანამედროვე სახლი ლამაზი ბაღით, ზუგდიდის ცენტრში, საქართველოს რეგიონის, სამეგრელოს დედაქალაქში. ნათიასთვის, რომელიც 1992–1993 წლების ომის დროს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მშობლებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი გახდა, ეს შენობა საბოლოოდ იქცა ნამდვილ სახლად. ეს იყო იმ განცდადი მუდმივობის მატერიალიზაცია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე იძულებით გადაადგილებასა და ეკონომიკურ არასტაბილურობასთან ბრძოლის შედეგად იქნა მოპოვებული.
ნათიას ოჯახს არ ჰქონდა ფინანსური კრიზისი იმ მრავალი ოჯახისაგან განსხვავებით, რომლებიც ქვეყნის სადავო პერიფერიებში გავრცელებულ უმუშევრობასა და არასტაბილურ სასოფლო-სამეურნეო შემოსავალს უმკლავდებოდნენ. ეს არის სივრცე, რომელსაც საქართველოსა და აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფოს შორის არსებული, ოფიციალურად არაღიარებული გამყოფი ხაზი განსაზღვრავს. ირაკლის სტაბილური შემოსავალი ჰქონდა. მათ, ცოტა ხნის წინ, თხილის ახალი ბაღებიც შეიძინეს, რომელიც რეგიონის ძირითადი კომერციული კულტურაა. ნათია რამდენიმეწლიანი შვებულების შემდეგ, რომელიც ბავშვების აღზრდას მიუძღვნა, კვლავ დაუბრუნდა საქმიანობას და მომავლის იმედითაც იყო განწყობილი. ინტენსიური სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებისა და ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის შეტანის ზღვარზე იყო, იმ ფონდების, რომლებმაც გამოაცოცხლა რეგიონის ეკონომიკა, სადაც ხელმისაწვდომი სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი დაბალანაზღაურებადი ფიზიკური შრომაა და რომლის შესრულებაც ბევრ ახალგაზრდას აღარ სურს. საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო პროექტები, რომელთა უმრავლესობაც დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე იყო ორიენტირებული, დიდი ხნის განმავლობაში იშვიათ ალტერნატივას წარმოადგენდა. ისინი ახალგაზრდებს განსხვავებული მომავლის წარმოდგენის შესაძლებლობას აძლევდნენ: პროფესიული, გარესამყაროსკენ მიმართული ცხოვრების, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა ზუგდიდში დარჩენილიყვნენ და არ დასჭირვებოდათ, არჩევანი გაეკეთებინათ თბილისში ან ემიგრაციაში წასვლაზე. ამგვარად, ნათიასთვის მისი კარიერა უბრალოდ დასაქმებას ან შემოსავლის წყაროს შექმნას არ გულისხმობდა. ეს იყო სწრაფვა, საკუთარი თავი ღირსეულ და უნარიან ქალად დაემკვიდრებინა იმ ცხოვრებაში, რომელიც დევნილობისა და დანაკარგის ჩრდილქვეშ დაიწყო. მიზნად ჰქონდა, რომ თავისი ოჯახისათვის ზუგდიდში შეექმნა სტაბილური ცხოვრება და მომავალი.
თუმცა, ქვეყანაში პოლიტიკურმა ცვლილებებმა მისი გეგმები მოულოდნელად შეაჩერა. მთავრობის მზარდმა ანტიდასავლურმა და პრორუსულმა კურსმა, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული რეგულაციებითა და მათი განხორციელების შეზღუდვით გამოიკვეთა, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივები ჩაშალა. დაფინანსების არხები გაიყინა. განაცხადების განხილვა შეჩერდა. იმ რესურსების შესაძლებლობები, რომლებიც მთელი თაობის მისწრაფებებს ამყარებდა, მოულოდნელად შემცირდა, თუ საერთოდ არ გაქრა. ის, რისთვისაც ნათია წლების განმავლობაში ემზადებოდა, რამდენიმე თვეში შეჩერდა.
ამ ცვლილებების პარალელურად, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის მზარდი ავტორიტარული კურსისა და ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის საპასუხოდ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. პოლიციის მხრიდან რეპრესიებისა და ძალადობის მიუხედავად, საპროტესტო აქციები მაინც გრძელდება. ზუგდიდში დემონსტრაციები უფრო მცირე მასშტაბისაა და ნაკლებად ხშირად იმართება, თუმცა ეს ადამიანები მაინც რჩებიან ჩართულები თბილისის ქუჩებში მიმდინარე მოვლენებში: თვალს ადევნებენ პირდაპირ ეთერებს, აზიარებენ ვიდეოებს და მსჯელობენ. ჩემი ინფორმანტების დიდი ნაწილი საპროტესტო გამოსვლების ხანგრძლოვობაზე დიდი სიამაყით საუბრობს: “ვამაყობ ჩემი ხალხით” - მითხრა ნათიამ. „ჩვენ არასდროს ვნებდებით. მაგრამ ხედავ? არაფერი იცვლება; პირიქით, უარესდება. რაღაც მომენტში გამოიფიტებიან.“ მაშინ, როცა საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, ამ მოსალოდნელი დაღლის სიმძიმე უკვე საგრძნობია ზუგდიდში.
ზუგდიდისათვის გამოფიტვის განცდა ახალი ნამდვილად არ არის. საქართველოს სადავო პერიფერიებში ცხოვრების სტრუქტურა დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა არა მხოლოდ ეკონომიკური დაუცველობის, არამედ იძულებითი გადაადგილებისა და კონფლიქტის ხანგრძლივი შედეგების გავლენით: სახლები, საარსებო წყაროები და სოციალური კავშირები გადაიჭიმა თვითნებურსა და ცვალებად გამყოფ ხაზზე. ათწლეულების განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით მომხდარმა სხვადასხვა სახის რყევამ, რომელიც გამშვები პუნქტების ჩაკეტვით დაიწყო და მავნებელი მწერების გავრცელებამდე მივიდა, ადამიანები გამძლეობისა და რესურსების ზღვრამდე მიიყვანა. ზოგიერთ ასეთ მომენტს შედეგად მოჰყვა ის, რასაც სხვაგან ეპიზოდური, ახალი პროცესებისა და მოქმედების წარმომქმნელი გამოფიტვა ვუწოდე (Aydemir-Kundakci 2025). მაგალითად, 2017 წლის აზიური ფაროსანას გავრცელებამ, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, თხილის მოსავალი გაანადგურა და ოჯახები აიძულა, საკუთარი საარსებო წყაროების სიმყიფეს პირისპირ შეჯახებოდნენ. ამ კრიზისმა წარმოშვა კოლექტიური გამოფიტვა, რომელმაც, თავის მხრივ, თვითრეფლექსიასა და მოქმედებისკენ სწრაფვას მისცა ბიძგი. მაგალითად, სცადეს მოცვის კულტივირება, ეძებდნენ ახალ სამუშაოებს და მობილობის სტრატეგიებს ავითარებდნენ. თუმცა, გამოფიტვის ფორმა, რომელსაც 2025 წელს გადავაწყდი, სხვაგვარი იყო: უფრო მძიმე, უფრო ყოვლისმომცველი, გაჯერებული ქრონიკული, გადაუდებლობის განცდით გამოწვეული შფოთვით. ეს განცდა ადამიანებს უბიძგებდა გადაწყვეტილებისკენ, რომლის გადადებაც აღარ შეიძლებოდა, იმ მტკივნეული სრული გააზრებისკენ, რომ წასვლა ერთადერთი გამოსავალი იყო.
და ადამიანებმაც წასვლა დაიწყეს. ზუგდიდში სულ უფრო ხშირად ისმოდა საუბარი იმ მეგობრებსა და ნათესავებზე, რომლებიც პოლონეთში, გერმანიასა და იტალიაში მიდიოდნენ, მაშინ, როდესაც სხვებმა გზა გაიკვალეს ამერიკასა და კანადაში, ზოგიერთი კი მექსიკის გავლით სახიფათო გზის გადალახვას ცდილობდა. ნათიასთვის ქუჩები სულ უფრო და უფრო ცარიელი გახდა. ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში წასულთა მზარდი რაოდენობა მუდმივ, თუმცა უხილავ ზეწოლას ჰქმნის მასსა და ბევრ სხვა ახალგაზრდა ადამიანზე, რომლებიც დარჩნენ. დარჩენამ უსიამოვნო დაძაბულობის განცდას დაუდო საფუძველი. ნათიამ ფიქრი დაიწყო იმაზე, ის და ირაკლი საქართველოში დარჩენით თუ იღებდნენ სწორ გადაწყვეტილებას საკუთარი შვილების საკეთილდღეოდ. თუმცა, წასვლაც არანაკლებ საშიში იყო. როგორც ქალაქის ათასობით დევნილი მაცხოვრებლიდან ერთ-ერთისთვის, მიგრაცია მისთვის კიდევ ერთ წყვეტას გულისხმობდა. ნათიამ ზედმეტად კარგად იცოდა, რას ნიშნავდა ყველაფრის თავიდან დაწყება.
სწორედ მომავლისადმი ამგვარი ზეწოლის ატმოსფეროში იძენს გამოფიტვა განსხვავებულ ხარისხს საქართველოს პერიფერიებში. თბილისში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება და ინარჩუნებს კოლექტიური გამძლეობის განცდას, თუმცა, მათი ხანგრძლივი გაგრძელება კიდევ უფრო ამძიმებს ზოგან არსებულ უკვე ისეთ დამძიმებულ აფექტურ ტვირთს, როგორიც ზუგდიდშია. აქ გამოფიტვა ინერციულად კი არ გადადის, არამედ მტკივნეულ გააზრებად გარდაიქმნება: დარჩენა და საქართველოში უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლა, შეიძლება საკმარისი აღარ არის. ამის გაცნობიერება ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, უბიძგებს, უარი თქვან ცვლილებების შესაძლებლობის რწმენაზე და მომავალი სხვაგან ეძებონ. აწმყოს მდგომარეობად კი არ გვევლინება, არამედ ძალად, რომელიც განსაზღვრავს, როგორ წარმოიდგენენ და როგორ ეცდებიან ადამიანები საკუთარი მომავლის შექმნას.
Following the 1992–1993 war between Georgia and the breakaway region of Abkhazia—then an autonomic republic within Soviet Georgia—more than 200,000 ethnic Georgians were forcibly displaced. Due to the conflict’s unresolved status, the vast majority remain unable to return to their homes.