Indignation
From the Series: The Protest Affect: Anti-Authoritarian Resistance and the Struggle for Freedom in Georgia
From the Series: The Protest Affect: Anti-Authoritarian Resistance and the Struggle for Freedom in Georgia
Indignation is not simply anger. It is outrage arising from wounded dignity, from a moral injury that seeks to make the violator feel ashamed. Since November 2024, slapping abusive law enforcers in the face has emerged as one of the most striking ways to express indignation. The authorities, however, have sought to criminalize such gestures by reducing them to acts of physical injury. Protesters, in turn, have responded by explaining what these gestures were meant to say. At stake is who gets to determine what a speech act—whether a slap or a spoken utterance—is allowed to mean.
The fullest illustration of this struggle is the criminal trial of the poet Zviad Ratiani. “On 23 June 2025 at around 10:37 p.m., in the vicinity of the Georgian parliament, Zviad Ratiani used violence against a guardian of order,” reads the court verdict of October 9, 2025, sentencing him to two years in prison. Leaving the daily demonstration in Tbilisi, Ratiani caught sight of a group of policemen. According to the injured party’s testimony, Ratiani approached them and asked “whether they were satisfied that a woman was in prison because she had hit a police officer with her hand”—and slapped their commanding officer across the face.
It was to Mzia Amaghlobeli that Ratiani referred, the journalist arrested in January 2025 after having slapped an aggressive policeman in Batumi. Instead of treating the case as an administrative offense, the authorities staged it as a criminal trial and elevated the police chief, Irakli Dgebuadze, to the status of a martyr of order. His reddened cheek took on a symbolic life of its own, worthy of Gogol’s wandering nose.
The fabrication of the cult of the policeman complements Georgian Dream’s shift from direct physical violence toward repression through law. Like Orbán’s Hungary and other contemporary autocracies, Georgian Dream increasingly governs through “autocratic legalism” rather than overt force. Passing one draconian law after another, Georgian Dream seeks to capitalize on a desire internalized by large swaths of Georgian society in the wake of the Rose Revolution’s cultural re-engineering: the desire to be “civilized,” law-abiding citizens, regardless of whether the law is just.
“How are we supposed to live in something like this?!” Ratiani asked during his final statement in court—giving words, after the wordless slap, to the morally degrading effect of Georgian Dream’s cult of the martyred policeman on citizens and law enforcers alike. The dispute revealed a dialectic between the lack of words before the act and the verbal profusion after it. Ratiani had earlier been asked to write an essay on Amaghlobeli’s gesture. “A Slap in the Face of a Regime That Wants to Suffocate Us” was his title. A Dgebuadze’s cheeks “probably only flush from a slap, for the feeling of shame is unknown to them,” he noted in the text.
And yet, the moment he wrote those words, the sheer eloquence of Amaghlobeli’s slap made the man of words painfully aware that his words were, in the end, only words. As he later stated during the trial, those who would have read his essay no longer needed to be enlightened about the extent of the moral corruption exposed by the exemplary punishment of Amaghlobeli. As for the policemen enforcing the regime, he felt that writing witty essays about the meaning of a woman’s slap was no longer a language these men understood.
While Ratiani’s lawyer framed his gesture as a “symbolic act” deserving at most an administrative penalty, the prosecutor sought to classify it as an “attack” and “assault.” As in Amaghlobeli’s case, the prosecutor and the testifying policemen insisted that the injured party “suffered severe physical pain,” that the cheek “hurt intensely and burned.” The prosecutor thus tried to strip the gesture of its illocutionary force, reducing it to brute physical contact. Ratiani explicitly framed his gesture as the deliberate citation of a non-verbal act two women before him had resorted to spontaneously: Amaghlobeli had struck an intrusive policeman and later wrote from the prison van: “A slap in the face of the regime.” Then the teacher Nino Datashvili slapped the court bailiff who humiliated her and repeated the slogan from her cell. By the time Ratiani acted, the gesture had acquired a shared grammar thanks to what he called the “political context” that the two women had given to this “symbol.” There was, to be sure, a gendered irony to his citation: a man deliberately adopting a gesture that in this context had become clearly legible as the expression of female indignation.
As a wordsmith, he also refused to let the prosecution have the last word on legal language. Instead, he used the courtroom to expose its violence. While the prosecution repeatedly used expressions such as “hitting a slap” (silis gartk’ma), Ratiani insisted that both Georgian and several other languages give the slap a certain lightness—one “lands” it, one “deals” it (silis gatsvna). “The phrase ‘to hit a slap in the face’ is tasteless, bad Georgian,” he said. “It was language itself that did this, I didn’t invent it.” He insisted he had performed only “a minimally painful symbolic act” whose “general historical significance” was directed at everyone from a petty executioner like Dgebuadze to the ruling oligarch Ivanishvili.
At the Court of Appeal, where the prosecution demanded that his sentence be increased to between four and seven years, the prosecutor once again dwelt on the “physical pain” supposedly suffered by the policeman. Ratiani responded: “If you would like to find out how much pain my open hand can cause, I would not object to taking part in an investigative experiment.” The Court of Appeal upheld the verdict without conducting the proposed experiment.
აღშფოთება უბრალო გაბრაზებაზე მეტია. ეს შეურაცხყოფილი ღირსებიდან, მიყენებული მორალური ჭრილობიდან აღმოცენებული წყრომაა, რომლითაც დამნაშავისთვის სირცხვილის შეგრძნების შთანერგვას ლამობენ. 2024 წლის ნოემბრიდან მოძალადე ძალოვანებისთვის სილის გაწვნა აღშფოთების გამოხატვის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ფორმად იქცა. ხელისუფლება, თავის მხრივ, ცდილობს ამგვარი ჟესტების კრიმინალიზებას და მათი სიმბოლური მნიშვნელობა ცარიელ ფიზიკურ დაზიანებაზე დაჰყავს. პროტესტში ჩართულები კი საპასუხოდ ცდილობენ, სიტყვებით ახსნან, რისი თქმა სურდათ ამ ჟესტებით. აქ დავა იმაზეა, ვის ეკუთვნის უფლება, განსაზღვროს, რას შეიძლება ნიშნავდეს ესა თუ ის მოქმედება — იქნება ეს გაწნული სილა თუ ნათქვამი სიტყვა.
ამ ბრძოლის ყველაზე ნათელი მაგალითი პოეტ ზვიად რატიანის სისხლის სამართლის საქმეა. „2025 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 22:37 საათზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვიად რატიანმა ძალადობა განახორციელა წესრიგის დამცველის მიმართ“ — ვკითხულობთ 2025 წლის 9 ოქტომბრის სასამართლოს განაჩენში, რომლითაც რატიანს ორი წლით პატიმრობა მიესაჯა. თბილისის ყოველდღიური საპროტესტო აქციიდან წამოსულმა რატიანმა პოლიციელთა ჯგუფი დაინახა. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, რატიანი მათ მიუახლოვდა და ჰკითხა, „პოლიციელისთვის ხელის დარტყმის გამო, ქალი რომ ციხეში იმყოფებოდა, მოსწონდათ თუ არა“, შემდეგ კი ეკიპაჟის უფროსს სახეში სილა გააწნა.
რატიანი მზია ამაღლობელს გულისხმობდა, ჟურნალისტს, რომელიც 2025 წლის იანვარში ბათუმში აგრესიული პოლიციელისთვის სილის გაწვნის შემდეგ დააკავეს. იმის ნაცვლად, რომ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განეხილათ, ხელისუფლებამ ის სისხლის სამართლის საქმედ აქცია და პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მართლწესრიგისთვის წამებულად შერაცხა. სილისგან აწითლებულმა ლოყამ იმის მსგავსი თვითმყოფადობა შეიძინა, როგორიც გოგოლისეულ მოთხრობაში კოლეგიის ასესორის მოხეტიალე ცხვირს აქვს.
პოლიციელის კულტის ფაბრიკაცია ნაწილია „ქართული ოცნების“ გადასვლისა პირდაპირი ფიზიკური ძალადობიდან კანონით განხორციელებულ რეპრესიაზე. ორბანის უნგრეთისა და სხვა თანამედროვე ავტოკრატიების მსგავსად, „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად მართავს „ავტოკრატიული ლეგალიზმის“ გზით, ვიდრე ღია ძალადობით. „ქართული ოცნება“ ერთმანეთის მიყოლებით იღებს დრაკონულ კანონებს და ცდილობს გამოიყენოს საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ ვარდების რევოლუციის შეთვისებული სურვილი, იყოს „ცივილიზებული“, კანონმორჩილი მოქალაქე, იმის მიუხედავად, სამართლიანია თავად კანონი თუ არა.
„ამაში როგორ უნდა ვიცხოვროთ?!“ — იკითხა რატიანმა სასამართლოზე ბოლო გამოსვლისას და ეცადა, უსიტყვო სილის შემდეგ სიტყვები მოეძებნა იმ მორალურად გამხრწნელი ზეგავლენის აღსაწერად, რასაც „ქართული ოცნების“ მიერ მოწამედ ქცეული პოლიციელის კულტი მოქალაქეებსა და თავად ძალოვანებზეც ახდენს. ამ დავაში გამოიკვეთა უცნაური წინააღმდეგობა: მოქმედებას წინ თუ უძღოდა სიტყვების უქონლობა, მას სიტყვების მოზღვავება მოჰყვა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თავის დროზე რატიანს მზია ამაღლობელის ჟესტზე ესეს დაწერა სთხოვეს. „სილა რეჟიმს, რომელიც გვგუდავს “ — ასე დაასათაურა მან თავისი ტექსტი. დგებუაძეზე ის წერდა - „ასეთებს ისევ გაწნული სილა თუ აუწითლებს ლოყებს, თორემ სირცხვილის გრძნობა მათთვის უცნობია.“
და მაინც, როგორც კი ეს სიტყვები დაწერა, ამაღლობელის სილის შეულამაზებელმა მჭევრმეტყველებამ სიტყვების ოსტატ კაცს მთელი სიმწვავით აგრძნობინა, რომ მისი სიტყვები, საბოლოოდ, მხოლოდ სიტყვები იყო. როგორც მოგვიანებით სასამართლოზე თქვა, მათ, ვინც მის ესეს წაიკითხავდა, ისედაც არ სჭირდებოდათ იმის ახსნა, თუ რამდენად გახრწნილი იყო სისტემა, რომლის სახეც ამაღლობელის სამაგალითო დასჯა გახდა. ხოლო, რაც შეეხება იმ პოლიციელებს, რომლებიც ამ რეჟიმს ემსახურებიან, რატიანი გრძნობდა, რომ ქალის გაწნული სილის მნიშვნელობაზე ჭკვიანური ესეების წერა აღარ იყო ის ენა, რომელსაც ეს კაცები გაიგებდნენ.
რატიანის ადვოკატი მის ჟესტს „სიმბოლურ აქტად“ მიიჩნევდა, რომელიც, საუკეთესო შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სასჯელს იმსახურებდა; პროკურატურა კი ცდილობდა იგი „თავდასხმად“, „ძალადობად“, „აგრესიულ აქტად“ წარმოეჩინა. როგორც ამაღლობელის საქმეში, აქაც პროკურორი და მოწმე პოლიციელები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ დაზარალებულმა „ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა“ და ლოყა „სტკიოდა და ძლიერ უხურდა“. ამგვარად, პროკურატურა ცდილობდა ჟესტისთვის მისი სიმბოლური ძალა გამოეცალა და იგი მხოლოდ უხეშ ფიზიკურ შეხებაზე დაეყვანა.
რატიანი კი ხაზს უსვამდა, რომ მისი ჟესტი ორი ქალის მიერ მანამდე სპონტანურად გამოყენებული უსიტყვო მოქმედების გაცნობიერებული გამეორება იყო. პირველად ამაღლობელმა გააწნა სილა თავდამსხმელ პოლიციელს, შემდეგ კი, ბადრაგის მანქანიდან, დაწერა: „სილა რეჟიმს“. ამის შემდეგ მასწავლებელმა ნინო დათაშვილმა გააწნა სილა სასამართლოს მანდატურს, რომელმაც იგი დაამცირა, და იგივე ლოზუნგი საკნიდან გაიმეორა. როდესაც რატიანმა თავადაც გაიმეორა ეს ჟესტი, ის უკვე საერთო გრამატიკას ატარებდა, იმ „პოლიტიკური კონტექსტის“ წყალობით, რომლითაც, რატიანის თქმთ, ეს „სიმბოლო“ ამ ორმა ქალმა დატვირთა. მისი გამეორება, რა თქმა უნდა, არც გენდერულ ირონიას იყო მოკლებული: კაცი შეგნებულად იმეორებდა ჟესტს, რომელიც ამ კონტექსტში უკვე მკაფიოდ იკითხებოდა, როგორც ქალის აღშფოთების გამოხატულება.
როგორც სიტყვების ოსტატმა, რატიანმა პროკურატურას არც სამართლებრივი ენის თაობაზე დაანება ბოლო სიტყვის თქმა. პირიქით, მან სასამართლო ამ ენის ძალადობრიობის გამოსააშკარავებლად გამოიყენა. მაშინ, როდესაც პროკურატურა გამუდმებით იყენებდა გამოთქმას „სილის გარტყმა“, რატიანი ამტკიცებდა, რომ ქართულშიც და სხვა ენებშიც სილას გარკვეული სიმსუბუქე დაკრავს — სილას „აწნავენ“. „‘სილის გარტყმა’ უგემოვნო, ცუდი ქართულია — ამბობდა იგი — ენამ ქნა ასე, მე ხომ არ მომიგონია.“ რატიანის თქმით, მან ეს აქტი მხოლოდ „მისი სიმბოლური, ნაკლებად მტკივნეული, ისტორიული“ დატვირთვის გამო ჩაიდინა და ის მიემართებოდა ყველას, რეჟიმის დგებუაძისნაირი რიგითი შემსრულებლიდან ივანიშვილის ჩათვლით.
სააპელაციო სასამართლოში, სადაც პროკურატურა რატიანისთვის სასჯელის ოთხიდან შვიდ წლამდე გაზრდას ითხოვდა, პროკურორი კვლავ პოლიციელის მიერ განცდილ „ფიზიკურ ტკივილზე“ უთითებდა. რატიანმა უპასუხა: „ბატონო პროკურორო, რომ გაგჩენოდათ სურვილი (ბოლოს და ბოლოს ტკივილი მართლა სუბიექტური რამ არის და ვერ ვიმარჩიელებთ), მართლაც გაგეგოთ, რამდენად მტკივნეულია ჩემი გაშლილი მტევანი, მე ალბათ არ ვიქნებოდი არცერთ ეტაპზე წინააღმდეგი, მონაწილეობა მიმეღო საგამოძიებო ექსპერიმენტში“. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, შემოთავაზებული ექსპერიმენტის ჩატარების გარეშე.