(ქართული თარგმანი ქვემოთ)

“Why is Giorgi Antsukhelidze not at home today?” asked commission chair Tea Tsulukiani rhetorically in April 2025 during the parliamentary inquiry re‑examining the political decisions surrounding the 2008 Russo‑Georgian war. The war left approximately 2,000 wounded and dead, and left 20 percent of Georgian territory under Russian occupation. The “Tsulukiani Commission” was widely perceived by critics as an attempt by the ruling Georgian Dream Party to rewrite its moral and historical narrative. Insisting that the commission had every right to ask this question, Tsulukiani continued: “Every child needs their parents to be at home and not pointlessly doomed for someone’s PR”—that “someone” being then‑president Saakashvili, and the alleged “PR” depicting Russia as an evil aggressor. 

Tsulukiani’s statement sparked immediate public outrage among civic activists, youth, military experts, and veterans alike. Antsukhelidze, a young Georgian soldier captured by Russian-led forces during the 2008 war, had been tortured and beaten to death on camera after refusing to surrender any information or comply with the demands of his interrogators. After the war, footage of his killing circulated on the internet and he became a powerful symbol of dignity, resistance, and spiritual strength. Implying that Antsukhelidze’s heroic death had been in vain was widely understood and deeply felt as a treasonous insult to him and other heroes martyred in the war and the ongoing Russian occupation. Social media and comment sections were on fire. Within hours, a rally had formed, and protesters, mainly youth, gathered at the rear of the Parliament building in Tbilisi, holding signs bearing the slogans “Antsukhelidze is Immortal” and “Glory to Heroes.”

My attention to Antsukhelidze as a figure circulating in relation to the anti-government protests had emerged some months prior to the “Tsulukiani moment.” While conducting ethnographic fieldwork on the symbolic, performative, and political potency of death and dying in the Georgian territories occupied by Russia, I had been visiting graves and monuments to soldiers who died in the 2008 war. One such place is the August War Memorial to fallen heroes at the Mukhatgverdi Brothers’ Cemetery on the outskirts of Tbilisi.

Figure 1. Mukhatgverdi Brothers’ Cemetery on the outskirts of Tbilisi with the graves of fallen heroes of the 2008 war with Russia. Orthodox Easter Monday, 2026. 

When I discussed my interest in the place with a Georgian friend, he offered to take me there, saying he had long meant to go himself. “Gia Antsukhelidze is buried there, and I would like to visit his grave,” he explained. “Who is he?” I asked, not recognizing the name. “You must know about him?! He was tortured and killed during the war because he refused to desecrate the Georgian flag. You have probably seen his image in the streets? A guy in military clothing posing with a machine gun?” I had indeed noticed the characteristic black stencil of a uniformed soldier posing with a machine gun in the streets of Tbilisi. However, now I have begun to pay particular attention to it. The stencil of Antsukhelidze often appeared next to pro-European, pro-Ukrainian, and anti-Government slogans and alongside other prominent deceased national heroes. These included, for instance, Maro Makashvili, a young woman who was killed in the 1921 Red Army invasion, and Kakutsa Cholokashvili, who was the commander of an anti-Soviet guerrilla movement in the early 1920s. 

Figure 2. Wall in Tbilisi’s Vera district. The stencils show and honor dead heroes such as Kakutsa Cholokashvili (1930), Giorgi Antsukhelidze (2008), Oleksandr Matsievskyi (2022), Irakli Kurtsikidze (2023), Vano Nadiradze (2025), and Kakha Tilidze (2025). The text in the lower right corner reads: Dideba gmirebs (glory to heroes).

Together, the imagery reveres the national heroes who have sacrificed their lives in the battle against the Soviet invasion of the first Georgian Republic, the ongoing Russian occupation of Georgian territories, as well as the Russian invasion of Ukraine. As a collage, it draws a connecting line between honorable sacrifice and resistance, historical violence and current injustice. 

Figure 3. Stencil and graffiti in central Tbilisi, April 2026. The soldier with the shadow of an angel symbolizes the heroes who have died fighting Russia.

The appearance of Antsukhelidze in the current protest cycle seems neither nostalgic nor commemorative in a simple sense. His image and what it is associated with have become sites of contested moral authority and catalysts for affective intensification. The regime’s attempts to instrumentalize his tragic death provoked immediate instinctive responses born of grief, shock, and moral disgust. Grief, perhaps not so much in the sense of collective mourning of the loss of Antsukhelidze himself, as collective mourning of the current loss of the values, principles, and visions he sacrificed his life for. The death of political possibility.

In that sense, mourning for Antsukhelidze has the potential to function as a relational kit, reassembling social worlds in the present. Remembering his refusal to submit in 2008 becomes a way for protesters to orient themselves ethically toward one another and toward the political crisis unfolding around them. His image allows people to recognize each other as participants in a shared moral world marked by vulnerability, courage, and unresolved injury. Mourning creates a connection among those who fear that the state has abandoned its duty to protect both the nation and its dead. Through Antsukhelidze, the protests can be an arena where relational commitments are continually renegotiated and reaffirmed. 

Figure 4. Giorgi Antsukhelize’s grave. Mukhatgverdi cemetery, Orthodox Easter Monday, 2026.

At the same time, Antsukhelidze, as a figure, serves as a temporal hinge, collapsing the unfinished past of the 2008 war and the ongoing Russian occupation into the increasingly authoritarian present. His appearance, together with other dead national heroes, in protest imagery and political discourse, makes visible how earlier violence continues to feed into current struggles, and how the future feels suspended between recurring threats and unfulfilled promises. This “folding” of time has generative potential, producing new political imaginations where grief becomes a resource for envisioning alternative horizons—ethical, political, and social—that exceed the narrow futures offered by the ruling party. Rather than sealing the past, mourning for Antsukhelidze animates a sense of possibility, asserting that the sacrifices of 2008 demand a different political trajectory than the one the state currently advances. His memory becomes a medium through which people craft aspirations, obligations, and solidarities in their efforts to reclaim and repair fractured political horizons.

Figure 5. Monument to the victims of the “April 9 massacre” on the evening of its 37th anniversary. The memorial is dedicated to the 21 pro-independence protestors who were killed on Tbilisi’s Rustaveli Avenue by the Soviet army on April 9, 1989.

As the essays in this series demonstrate, the anti-authoritarian resistance that unfolds in Georgia has produced an intensely affective terrain—fragile, volatile, and continually regenerating. Amid anger, dread, anticipation, and care, mourning too has emerged as a generative and mobilizing force. Mourning here is not limited to loss in the strict sense. It is an affective residue of historical injuries, unresolved violence, and suspended futures that have resurfaced with renewed intensity since the political unravelling following the 2024 parliamentary elections. Grief moves through the current protest landscape, shaping forms of refusal, solidarity, and ethical imagination that persist amid crackdowns and fear.

გლოვა, როგორც წინააღმდეგობა

„რატომ არ არის გიორგი ანწუხელიძე დღეს სახლში?“ - რიტორიკულად იკითხა კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, 2025 წლის აპრილში. ეს კითხვა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ირგვლივ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების ხელახალი შესწავლის მიზნით, მიმდინარე საპარლამენტო გამოძიების მსვლელობისას დაისვა. ამ ომს დაახლოებით 2000 ადამიანი ემსხვერპლა ან დაშავდა, ხოლო რუსული ოკუპაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგმა ჯამურად 20%-ს მიაღწია. “წულუკიანის კომისია” კრიტიკოსთა თვალში აღიქმებოდა როგორც მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ - მცდელობა, გადაეწერა ომის მორალური და ისტორიული ნარატივი. ამტკიცებდა რა, რომ კომისიას ამ კითხვის დასმის სრული უფლება ჰქონდა, წულუკიანმა განაგრძო: „ყველა ბავშვს სჭირდება, რომ მშობლები სახლში ჰყავდეს და ვიღაცის პიარის გამო უაზროდ არ იყოს განწირული“. „ვიღაცაში“ იგულისხმებოდა მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ხოლო სავარაუდო „პიარში“ - მის მიერ რუსეთის ბოროტ აგრესორად წარმოჩენა. 

წულუკიანის განცხადებამ მყისიერი აღშფოთება გამოიწვია სამოქალაქო აქტივისტებში, ახალგაზრდებში და სამხედრო ექსპერტებში. ანწუხელიძე, ახალგაზრდა ქართველი ჯარისკაცი, რომელიც 2008 წლის ომის დროს რუსეთის მიერ მართულმა ძალებმა ტყვედ ჩაიგდეს, კამერის წინ აწამეს და ცემით მოკლეს მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ნებისმიერი ინფორმაციის გაცემასა და მათი მოთხოვნების შესრულებაზე. ომის შემდეგ მისი მკვლელობის ამსახველი კადრები ინტერნეტში გავრცელდა და ანწუხელიძე ღირსების, წინააღმდეგობისა და სულიერი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა. წულუკიანის მიერ იმის მინიშნება, რომ ანწუხელიძის გმირული სიკვდილი ამაო იყო, საზოგადოებამ აღიქვა როგორც მისთვის, ისევე რუსული ოკუპაციის პირობებში დაღუპული სხვა გმირებისთვის მიყენებული მოღალატეობრივი შეურაცხყოფა. სოციალური მედია და კომენტარების სექციები აფეთქდა. რამდენიმე საათში საპროტესტო აქცია დაანონსდა და მომიტინგეები, ძირითადად ახალგაზრდები, თბილისის პარლამენტის შენობის უკანა მხარეს შეიკრიბნენ. ხელში მათ ეჭირათ პლაკატები წარწერით: „ანწუხელიძე უკვდავია“ და „დიდება გმირებს“. 

ანწუხელიძისადმი ჩემი ყურადღება, როგორც ფიგურისადმი, რომელიც ანტისამთავრობო საპროტესტო მოძრაობასთან კავშირში ცირკულირებდა, „წულუკიანის მომენტამდე“ რამდენიმე თვით ადრე გაჩნდა, როდესაც 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებსა და მათდამი მიძღვნილ მემორიალებს ჩემი ეთნოგრაფიული საველე კვლევის მიმდინარეობისას ვსტუმრობდი. ეს კვლევა შეისწავლის რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე სიკვდილისა და კვდომის სიმბოლურ, პერფორმატიულ და პოლიტიკურ ძალებს. ერთ-ერთი ასეთი ადგილია აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, თბილისის შემოგარენში.

ფოტო 1. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო თბილისის გარეუბანში, სადაც დაკრძალულნი არიან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები. მართლმადიდებლური აღდგომის ორშაბათი, 2026 წელი.

როდესაც ამ ადგილისადმი ჩემს ინტერესზე ქართველ მეგობარს ვესაუბრე, მან იქ წაყვანა შემომთავაზა და მითხრა, რომ თავადაც დიდი ხანია აპირებდა მისვლას. „გია ანწუხელიძე იქ არის დაკრძალული და მინდა, მის საფლავზე მივიდე“ - ამიხსნა მან. „ვინ არის?“ - ვკითხე მე, რადგან ეს სახელი არ მეცნო. „მასზე აუცილებლად უნდა იცოდე! ომის დროს აწამეს და მოკლეს, რადგან უარი თქვა ქართული დროშის შეურაცხყოფაზე. ალბათ, ქუჩებში მისი გამოსახულება გექნება ნანახი, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ბიჭი, ავტომატით ხელში“. მართლაც, მანამდეც მქონდა შემჩნეული თბილისის ქუჩებში, სამხედრო ფორმაში ჩაცმული და ავტომატით ხელში გამოსახული ჯარისკაცის სახასიათო შავი სტენსილი. თუმცა, ამის შემდეგ მისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დავიწყე. ანწუხელიძის სტენსილი ხშირად ჩნდებოდა პროევროპულ, პროუკრაინულ და ანტისამთავრობო ლოზუნგებთან, ისევე როგორც სხვა გამორჩეული გარდაცვლილი ეროვნული გმირების გამოსახულებებთან ერთად. მათ შორის, მაგალითად, იყო მარო მაყაშვილი - ახალგაზრდა ქალი, რომელიც 1921 წელს წითელი არმიის შემოჭრის დროს დაიღუპა და ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომელიც 1920-იანი წლების დასაწყისში ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მეთაური იყო.

ფოტო 2. კედელი თბილისის ვერის უბანში. ტრაფარეტული გამოსახულებები პატივს მიაგებს დაღუპულ გმირებს, მათ შორის ქაქუცა ჩოლოყაშვილს (1930), გიორგი ანწუხელიძეს (2008), ოლექსანდრ მაციევსკის (2022), ირაკლი ქურციკიძეს (2023), ვანო ნადირაძეს (2025) და კახა თილიძეს (2025).

ერთად აღებული, ეს ვიზუალური სახეები პატივს მიაგებენ ეროვნულ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციისგან დაცვას, მიმდინარე რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლასა და უკრაინაში რუსეთთან დაპირისპირებას. ერთგვარი კოლაჟის სახით, ისინი ერთმანეთთან აკავშირებენ თავგანწირვას და წინააღმდეგობას, ისტორიულ ძალადობას და მიმდინარე უსამართლობას.

ფოტო 3. ტრაფარეტული გამოსახულება და გრაფიტი თბილისის ცენტრში, 2026 წლის აპრილი. ჯარისკაცის გამოსახულება ანგელოზის ჩრდილით სიმბოლურად განასახიერებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.

ანწუხელიძის გამოჩენა საპროტესტო ციკლში, არც მხოლოდ ნოსტალგიურია და არც უბრალოდ პატივს მიაგებს მის ხსოვნას. მისი სახე და მასთან დაკავშირებული მნიშვნელობები, მორალური უპირატესობისთვის შეპირისპირების ადგილად და ემოციური მუხტის გაძლიერების მამოძრავებელ ძალად გარდაიქმნა. რეჟიმის მცდელობას, მისი ტრაგიკული სიკვდილის ინსტრუმენტალიზაცია მოეხდინა, მყისიერი და ინსტინქტური რეაქციები გამოიწვია - რეაქციები, რომლებიც გლოვიდან, შოკიდან და გულისრევიდან იბადება. ეს არის გლოვა, შესაძლოა, არა იმდენად თავად ანწუხელიძის დაკარგვის კოლექტიური გლოვის გაგებით, არამედ არსებული ხელისუფლების პირობებში იმ ღირებულებების, პრინციპებისა და ხედვების დაკარგვის კოლექტიური გლოვა, რომელთათვისაც მან სიცოცხლე შესწირა. ეს არის პოლიტიკური შესაძლებლობის სიკვდილის გლოვა. 

ამ გაგებით, ანწუხელიძის გლოვას აქვს პოტენციალი იქცეს ისეთი კავშირების დამყარების საშუალებად, რომელიც აწმყოში სოციალურ სამყაროებს ახლიდან აწყობს. იმ მეხსიერების არსებობა, რომ 2008 წელს ის არ დანებდა, მომიტინგეებისთვის იქცევა ეთიკურ საზომად და ამავდროულად საშუალებად, რომლის მეშვეობითაც ისინი ორიენტირდებიან როგორც ერთმანეთთან, ისე მათ ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მიმართ. მისი სახე ადამიანებს საშუალებას აძლევს ამოიცნონ ერთმანეთი, როგორც იმ საერთო მორალური სამყაროს მონაწილეები, რომელსაც მოწყვლადობა, სიმამაცე და მოუშუშებელი იარა განსაზღვრავს. გლოვა აკავშირებს მათ, ვისაც ეშინია, რომ სახელმწიფომ უარყო საკუთარი მოვალეობა დაიცვას როგორც ერი, ისე მისი დაღუპულები. ანწუხელიძის ხატის მეშვეობით, პროტესტი შეიძლება იქცეს ასპარეზად, სადაც ურთიერთვალდებულებები მუდმივად გადაიხედება და ხელახლა მტკიცდება.

ფოტო 4. გიორგი ანწუხელიძის საფლავი. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, მართლმადიდებლური აღდგომის ორშაბათი, 2026 წელი.

ამავე დროს, ანწუხელიძის ფიგურა გვევლინება როგორც სახსარი, რომელიც 2008 წლის ომის დაუმთავრებელ წარსულსა და მიმდინარე რუსულ ოკუპაციას სულ უფრო მზარდ ავტორიტარულ აწმყოსთან აკავშირებს. მისი გამოჩენა სხვა დაღუპულ ეროვნულ გმირებთან ერთად საპროტესტო ვიზუალურ ენასა თუ პოლიტიკურ დისკურსში, თვალსაჩინოს ხდის იმას, თუ როგორ კვებავს ძალადობრივი წარსული დღევანდელ ბრძოლებს და როგორაა მომავალი ჰაერში დაკიდებული განმეორებად საფრთხეებსა და შეუსრულებელ დაპირებებს შორის. დროის ეს “გადაკეცვა” კვლავმაწარმოებელ პოტენციალს ატარებს: იგი წარმოშობს ახალ პოლიტიკურ წარმოსახვებს, რომლებშიც გლოვა იქცევა რესურსად ალტერნატიული - ეთიკური, პოლიტიკური და სოციალური ჰორიზონტების წარმოსადგენად; ჰორიზონტებისა, რომლებიც სცდება იმ ვიწრო მომავალს, რომელსაც მმართველი პარტია გვთავაზობს. ნაცვლად იმისა, რომ წარსული საბოლოოდ დალუქოს, ანწუხელიძის გლოვა აცოცხლებს შესაძლებლობების განცდას და ამტკიცებს, რომ 2008 წლის მსხვერპლი სრულიად სხვა პოლიტიკურ ტრაექტორიას მოითხოვს და არა იმას, რასაც სახელმწიფო ამჟამად გვთავაზობს. ეს ხსოვნა იქცევა საშულებად, რომლის მეშვეობითაც ადამიანები აყალიბებენ საკუთარ მისწრაფებებს, ვალდებულებებსა და სოლიდარობის კავშირებს, გაბზარული პოლიტიკური ჰორიზონტების დაბრუნებისა და აღდგენის მცდელობაში.

ფოტო 5. 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი ტრაგედიიდან 37 წლისთავის საღამოს. მემორიალი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაღუპულ 21 ადამიანს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ თბილისის რუსთაველის გამზირზე მოკლა.

როგორც ამ სერიის ესეები აჩვენებს, საქართველოში ანტიავტორიტარულმა წინააღმდეგობამ წარმოშვა მძლავრი აფექტური ლანდშაფტი - მსხვრევადი, ცვალებადი და მუდმივად განახლებადი. ბრაზთან, შიშთან, მოლოდინთან და ზრუნვასთან ერთად, გლოვაც იქცა გამაერთიანებელ ძალად. ამ კონტექსტში გლოვა არ შემოიფარგლება მხოლოდ დანაკარგით, ამ სიტყვის ვიწრო გაგებით, იგი წარმოადგენს ისტორიული ჭრილობების, უპასუხოდ დარჩენილი ძალადობისა და შეჩერებული მომავლების აფექტურ ნარჩენს, რომელიც თავიდან ამოტივტივდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დაწყებული პოლიტიკური რღვევის ფონზე. მწუხარება მოძრაობს დღევანდელ საპროტესტო ლანდშაფტში და აყალიბებს უარის, სოლიდარობისა და ეთიკური წარმოსახვის იმ ფორმებს, რომლებიც რეპრესიებისა და შიშის მიუხედავად განაგრძობენ არსებობას.