Shame(lessness)
From the Series: The Protest Affect: Anti-Authoritarian Resistance and the Struggle for Freedom in Georgia
From the Series: The Protest Affect: Anti-Authoritarian Resistance and the Struggle for Freedom in Georgia
“It’s shameful” (sirtkhvilia). In Georgia, everyone hears this phrase from early childhood. Parents use it to nurture proper conduct, respect, and humility toward others. Belonging to the ordinary acoustics of upbringing, it is something whispered, warned, sometimes sharply pronounced by adults, often in the presence of others. Sirtkhvilia teaches children that their conduct is never entirely their own. Other people are already implicated in what they do. To be shameless (usirtkhvilo), then, is not simply to behave badly, but to become impervious to this implication in others, to cease being moved by the potential harm one’s actions may cause.
Amid the ongoing anti-authoritarian protests, I, however, notice how the pedagogy of shame moves into politics, changing its address, its intensity, and the direction in which it travels.
In the streets of Tbilisi, shame is loud and confrontational. During the violent dispersal of a demonstration in winter 2024, I heard one woman protester tell a policeman, “I’m ashamed on your behalf” (shens magivrad mrtskhvenia). The phrase caught my attention. Shame seemed to have settled in the wrong body: the protester was carrying the vicarious feeling of shame that the policeman, shielded by the authority of the state, appeared unwilling to feel himself. In other clashes with police, I heard many demonstrators call out furiously, “Aren’t you ashamed?” (ar grtskveniat?). The question is an accusation but also an appeal. It interpolates the policeman as someone who might still be reached, who might still feel the weight of what he is doing.
I witnessed how this demand for shame entered courtrooms from the street. Watching the trials while they were still open to the media, I began to notice how sirtskhvilia attached itself to the courtroom and to the judgments pronounced there. When Judge Tamar Mchedlishvili sentenced eight protesters from two to six years in prison in September 2025, those gathered in the courtroom responded with chants of “It’s shameful! Shameful!” The verdict was meant to fix guilt, and with it disgrace, onto the convicted. Yet, the chant refused this allocation. Those sentenced left the courtroom with pride, while shame gathered around the judgment that condemned them. Shame did not stop with the judge alone, though. In the impersonal sirtskhvilia, shame expanded beyond individual culpability, becoming the shame of a court, a political order, even a nation forced to recognize itself in the injustice committed in its name.
“It was as if the shame of it was to outlive him.” So ends Franz Kafka’s The Trial (1925). The line resonates uncannily with the trials of hundreds of political prisoners in Georgia, where the absurdity of judgment has itself become an object of shame. Yet there is also a peculiar pride in being able to feel that shame: the capacity to be ashamed becomes a way of holding on to a sense of truth and justice when the institutions entrusted with them no longer seem to do so. Shame is thus reclaimed as a civic affect through which power is denounced as shameless. The ancient Greeks had a word close to sirtkhvilia: aidos, a sense of modesty and regard for others that restrains a person from dishonorable conduct while also compelling courageous action.
But shame’s political work becomes perhaps more unsettling when it is no longer shouted. Following it from streets and courtrooms, I encounter it behind closed doors, in small talk among relatives, in conversations with friends and colleagues, and in what remains deliberately unsaid. Here shame snaps with an awkward intensity. A relative defends the government; another avoids politics altogether. Someone changes the subject when police violence is mentioned. Someone else cannot understand how a person they love can watch a friend being beaten or imprisoned and remain silent. These small encounters make palpable how power enters intimate networks, attaching and detaching people from one another. What was hurled at the policeman as “Aren’t you ashamed?” may remain unspoken at the dinner table, precisely because the person from whom shame is demanded is someone one loves, depends on, or cannot simply abandon.
Shame becomes unease within belonging itself: the painful and inconvenient recognition that those closest to us can inhabit a political and moral world that is increasingly difficult to share.
Georgia’s recent history is full of these intimate gestures of shame. Post-Soviet civil and ethnic conflicts, many shaped by Russian imperial intervention, economic collapse, and failed hopes of social welfare, have divided, fractured, and impoverished the country, carrying these wounds deep into families and intimate relations. Shame became one way of living with these divisions, of feeling that what had happened to the country had also happened among people intimately bound to one another.
Shame thus both divides and attaches. It is this paradox of shame that shapeshow one belongs to the nation. In fact, as Carlo Ginzburg reminds us, “Shame can be a stronger bond than love” with the nation. Gavrilov Night in June 2019 made this paradox strikingly explicit. Under the current Georgian Dream government, the Russian Duma member took the Georgian Parliament speaker’s chair. Suddenly, the shame of imperial presence became inseparable from the shame of a Georgian nation. It sparked a wave of protests that gave rise to the Shame Movement, turning sirtskhvilia into an explicit political language of resistance. Shame marked a desire to distance oneself from what the country has become while making its failures painfully one’s own.
In Georgia’s highland communities, shame has a face of ridi, a form of modesty or restraint (Baliauri 1991). Ridi is not simply feeling shame for having done wrong, but sensing wrongdoing before it arrives and holding oneself back from it. It keeps people answerable to one another before the law, or anyone else, has to intervene. What happens, then, when this capacity for restraint disappears from political life? Shamelessness has become a viable political style, openly performed by leaders who appear unmoved by shame. This may be one symptom of democracy’s present crisis: not simply corruption or repression, but the disappearance of a shared ground on which wrongdoing might still carry moral weight. Propaganda works on precisely this ground, seeking to neutralize shame by making wrongdoing appear ordinary, justified, or no longer shameful.
Writing about the imprisoned journalist Mzia Amaghlobeli, the poet Zviad Ratiani, himself a political hostage, names two feelings that matter most today: shame and hope. Rather than escaping them, he writes, we must hold them more firmly, “fusing these two sources of energy into a single force, a storm, or if one prefers, a slap, delivered back to the regime” (see Nakhutsrishvili, this collection). Shame is no longer a feeling to be evaded or made subject of therapy. Instead, it may be the last resort of politics to retain the capacity to be ashamed of itself.
„სირცხვილია.“ საქართველოში ეს სიტყვა ყველას ადრეული ბავშვობიდან გვესმის. მშობლები მისი მეშვეობით შვილებს სათანადო ქცევას, სხვების პატივისცემასა და მოკრძალებას ასწავლიან. „სირცხვილია“ აღზრდის ყოველდღიური ხმოვანების ნაწილია, უფროსები მას ხან ჩურჩულით ამბობენ, ხან გამაფრთხილებელი ტონით, ხანაც მკაცრად წარმოთქვამენ, ხშირად სხვების თანდასწრებით. ის ბავშვს ადრეული ასაკიდანვე აგრძნობინებს, რომ მისი საქციელი მხოლოდ პირადი საქმე არ არის და სხვებსაც ეხება. ამიტომ უსირცხვილობა უბრალოდ ცუდად მოქცევას კი არ ნიშნავს, არამედ სხვებთან კავშირის განცდის დაკარგვას და გულგრილობას იმ შესაძლო ზიანის მიმართ, რომელიც შენმა საქციელმა შეიძლება სხვას მიაყენოს.
მიმდინარე ანტიავტორიტარული პროტესტების ფონზე ვამჩნევ, როგორ გადადის სირცხვილის ეს პედაგოგიკა პოლიტიკაში, როგორ იცვლის ადრესატს, სიმძაფრესა და მიმართულებას.
თბილისის ქუჩებში სირცხვილი ხმამაღლა და დაუფარავად გაისმის. 2024 წლის ზამთარში, ერთ-ერთი დემონსტრაციის ძალადობრივი დარბევისას, გავიგონე, როგორ უთხრა ქალმა დემონსტრანტმა პოლიციელს: „შენს მაგივრად მრცხვენია.“ ამ სიტყვებმა ჩემი ყურადღება მიიქცია. თითქოს სირცხვილი სხვა სხეულში აღმოჩნდა: დემონსტრანტი თავად განიცდიდა იმ სირცხვილს, რომლის განცდაც სახელმწიფო ძალაუფლებით დაცულ პოლიციელს არ სურდა. პოლიციასთან სხვა დაპირისპირებების დროსაც არაერთხელ გამიგონია დემონსტრანტების გაბრაზებული შეძახილი: „არ გრცხვენიათ?“ ეს კითხვა ბრალდებაცაა და მოწოდებაც. ის პოლიციელს მიმართავს როგორც ადამიანს, რომელთანაც ჯერ კიდევ შეიძლება ხმის მიწვდენა, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია იგრძნოს საკუთარი საქციელის სიმძიმე.
ქუჩაში ასე ხმამაღლა გაჟღერებული სირცხვილი მალე სასამართლო დარბაზებშიც გაისმა. სანამ სასამართლო პროცესები მედიისთვის ჯერ კიდევ ღია იყო, მათ თვალს ვადევნებდი და თანდათან ვამჩნევდი, როგორ დაუკავშირდა სიტყვა „სირცხვილია“ თავად სასამართლოსა და იქ გამოტანილ განაჩენებს. 2025 წლის სექტემბერში, როდესაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა რვა დემონსტრანტს ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა მიუსაჯა, დარბაზში შეკრებილებმა სკანდირება დაიწყეს: „სირცხვილია! სირცხვილია!“ განაჩენს მსჯავრდებულებისთვის ბრალი უნდა დაეკისრებინა და მათთვისვე მიეკერებინა ამ ბრალის სირცხვილიც. მაგრამ დარბაზში ატეხილმა შეძახილმა ეს ლოგიკა თავდაყირა დააყენა. მსჯავრდებულებმა სასამართლო დარბაზი ამაყად დატოვეს, თითქოს სირცხვილის ტვირთი თავად მოსამართლეს გადაულოცეს. თუმცა ამ სირცხვილის ადრესატი მხოლოდ კონკრეტული მოსამართლე ან მის მიერ გამოტანილი განაჩენი არ ყოფილა. სასამართლო დარბაზში გაჟღერებული „სირცხვილია“ თავისი უპიროვნო ფორმით ბრალდებას გაცილებით ფართო მნიშვნელობას ანიჭებდა. ის მოიცავდა სასამართლო სისტემას, პოლიტიკურ წესრიგს და საბოლოოდ თავად ერსაც, რომელიც იძულებული იყო, მისივე სახელით ჩადენილ უსამართლობაში საკუთარი თავი ამოეცნო.
“თითქოს ეს სირცხვილი მასზე დიდხანს იარსებებდა.“ ასე მთავრდება ფრანც კაფკას „პროცესი“ (1925). ეს სიტყვები შემაძრწუნებელი სიზუსტით ეხმიანება საქართველოში ასობით პოლიტიკური პატიმრის სასამართლო პროცესს, სადაც სირცხვილს უკვე თავად განაჩენის აბსურდულობა იწვევს. თუმცა ამ სირცხვილის განცდას თავისებური სიამაყეც ახლავს თან: როცა სამართლიანობის დაცვაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები საკუთარ დანიშნულებას აღარ ასრულებენ, სირცხვილის განცდის უნარი სიმართლის შენარჩუნების გზად იქცევა. ამგვარად, სირცხვილი სამოქალაქო აფექტის ძალას იძენს, რომლის მეშვეობითაც ძალაუფლებას უსირცხვილობაში ამხელენ. ძველ ბერძნებს „სირცხვილიასთან“ ახლოს მდგომი სიტყვა ჰქონდათ, aidos: მოკრძალებისა და სხვათა მიმართ ანგარიშის გაწევის განცდა, რომელიც ადამიანს უღირსი საქციელისგან თავის შეკავებას ასწავლის და ამავე დროს სიმამაცისკენ უბიძგებს.
მაგრამ სირცხვილის პოლიტიკური ძალა, შესაძლოა, სწორედ მაშინ ხდება ყველაზე ამაფორიაქებელი, როცა ის ხმამაღლა აღარ გაისმის. ქუჩებსა და სასამართლო დარბაზებში გაჟღერებულ სირცხვილს ახლა დახურულ კარს მიღმა ვაწყდები, ნათესავებთან გაბმულ ყოფით საუბრებში, მეგობრებსა და კოლეგებთან ურთიერთობაში და იმაშიც, რაც განზრახ რჩება უთქმელი. აქ სირცხვილი მოულოდნელი სიმძაფრით იჩენს თავს. ერთი ნათესავი ხელისუფლებას იცავს; მეორე პოლიტიკას საერთოდ თავს არიდებს. პოლიციის ძალადობაზე ჩამოვარდება სიტყვა და ვიღაც მაშინვე თემას ცვლის. სხვას კი ვერ გაუგია, როგორ შეუძლია მისთვის ძვირფასმა ადამიანმა უყუროს მეგობრის ცემასა თუ დაპატიმრებას და ხმა არ ამოიღოს.
ამ მცირე, ყოველდღიურ ეპიზოდებში განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, როგორ აღწევს ძალაუფლება ყველაზე შინაურ ურთიერთობებში და როგორ ცვლის მათ, ზოგს აახლოვებს, ზოგს კი ერთმანეთისგან აშორებს. „არ გრცხვენიათ?“ — ქუჩაში პოლიციელს ხმამაღლა რომ შესძახებ, ოჯახურ სუფრასთან შეიძლება ვეღარ უთხრა ადამიანს, რომელიც გიყვარს, რომელზეც დამოკიდებული ხარ ან რომელსაც უბრალოდ ვერ მიატოვებ. სირცხვილი ყველაზე მტკივნეული სწორედ იქ ხდება, სადაც კუთვნილებისა და სიახლოვის განცდა გვაკავშირებს: როცა ვაცნობიერებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი შეიძლება ისეთ პოლიტიკურ და მორალურ სამყაროში ცხოვრობდნენ, რომლის გაზიარებაც სულ უფრო გვიჭირს.
საქართველოს უახლეს ისტორიაში სირცხვილი ხშირად სწორედ ყველაზე ახლო და შინაურ ურთიერთობებში იჩენდა თავს. პოსტსაბჭოთა ხანაში ამოხეთქილმა სამოქალაქო და ეთნიკურმა კონფლიქტებმა, რომელთა უკანაც რუსეთის იმპერიული ინტერესებიც იკვეთებოდა, ეკონომიკურმა ჩამოშლამ და სოციალური კეთილდღეობის იმედის მსხვრევამ ქვეყანა დაყო, გახლიჩა და გააღარიბა. ამ მოვლენებით მიყენებულმა ჭრილობებმა კი ოჯახებსა და ახლო ურთიერთობებშიც ღრმად შეაღწია. სირცხვილი ამ განხეთქილებებთან თანაცხოვრების ერთ-ერთ ფორმად იქცა — განცდად, რომ ის, რაც ქვეყნას თავს დაატყდა, ყველაზე შინაურ ადამიანებს შორისაც მოხდა.
ამრიგად, სირცხვილი ერთდროულად გვყოფს და გვაკავშირებს. სწორედ ამ წინააღმდეგობრივი განცდის გავლით ვგრძნობთ თავს ერის ნაწილად. როგორც კარლო გინზბურგი შეგვახსენებს, „სირცხვილი შეიძლება ერთან უფრო ძლიერი კავშირის საფუძველი გახდეს, ვიდრე სიყვარული.“ 2019 წლის ივნისის „გავრილოვის ღამემ“ ეს წინააღმდეგობა მთელი სიმძაფრით გამოვლინა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, რუსეთის დუმის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. უეცრად, რუსეთის იმპერიული ძალაუფლების საკუთარ ქვეყანაში აშკარა გამოჩენით გამოწვეული სირცხვილი თავად ერის მდგომარეობის გამო განცდილ სირცხვილში გადაიზარდა. მან ბიძგი მისცა საპროტესტო ტალღას, რომელმაც დასაბამი დაუდო მოძრაობას „სირცხვილია“ და თავად სირცხვილი წინააღმდეგობის მკაფიო პოლიტიკურ ენად აქცია. ამ ფორმულირებაში, სირცხვილი ნიშნავდა სურვილს, გამიჯვნოდი იმას, რადაც ქვეყანა იქცა, თუმცა მისი მარცხი საკუთარ მარცხად განგეცადა.
საქართველოს მთიანეთში სირცხვილი ხშირად რიდის სახით ვლინდება, როგორც მოკრძალებისა და თავშეკავების განცდა (ბალიაური 1991). რიდი უკვე ჩადენილი საქციელის გამო განცდილი სირცხვილი კი არ არის, არამედ ის მანამდე გაგრძნობინებს, რომ რაღაც არასწორია, სანამ რამეს ჩაიდენ და სწორედ ამით გაკავებს. ამგვარად, რიდი ადამიანებს ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობას ჯერ კიდევ ქმედებამდე აკისრებს, კანონისა თუ სხვა ადამიანის ჩარევის გარეშეც.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც თავშეკავების ეს უნარი პოლიტიკური ცხოვრებიდან ქრება? უსირცხვილობა დღეს პოლიტიკური ძალაუფლების ერთგვარ მანერად იქცა: ლიდერები საჯაროდ გვაჩვენებენ, რომ მათ აღარაფრის რცხვენიათ. შესაძლოა, ეს დემოკრატიის დღევანდელი კრიზისის ერთ-ერთი ნიშანიც იყოს: პრობლემა მხოლოდ კორუფცია ან რეპრესია კი არ არის, არამედ იმ საერთო მორალური ნიადაგის მორყევაც, რომელიც გვაგრძნობინებს, რომ ზოგიერთი საქციელი დაუშვებელია. სწორედ ამ მორალური მგრძნობელობის შესუსტებას ემსახურება პროპაგანდაც: ის ცდილობს, სირცხვილის განცდა გააქროს და ნორმად აქციოს ის, რისიც ადრე ადამიანებს რცხვენოდათ.
დაპატიმრებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე წერისას პოეტი ზვიად რატიანი, თავადაც პოლიტიკური მძევალი, ორ განცდას გამოყოფს, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება: სირცხვილსა და იმედს. მისივე სიტყვებით, “მაგრად ჩავეჭიდოთ ენერგიის ამ ორ წყაროს და ვაქციოთ საერთო ძალად, ქარიშხლად, გნებავთ — სილად, რომელსაც გავაწნით რეჟიმს“ (იხ. ნახუცრიშვილი, ამ კრებულში). სირცხვილი შესაძლოა სულაც არ იყოს განცდა, რომელსაც უნდა გავექცეთ ან თერაპიით დავძლიოთ. იქნებ სწორედ სირცხვილი იყოს ის უკანასკნელი ძალა, რომელიც პოლიტიკას საკუთარ უსამართლობასთან შერიგების საშუალებას არ მისცემს.